ოკუპაციის მარწუხები -მარიამ გაჩეჩილაძე
ჩვენ დავასრულებთ ოკუპაციას -ანი პერანიძე
ჩვენ დავიბრუნებთ წართმეულს -ლიზი ბასილაძე
"მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია" - ოთარ ჭილაძე
ოკუპაციის მარწუხები -მარიამ გაჩეჩილაძე
ჩვენ დავასრულებთ ოკუპაციას -ანი პერანიძე
ჩვენ დავიბრუნებთ წართმეულს -ლიზი ბასილაძე
მე-7დ კლასის მოსწავლეებმა მოვინახულეთ ქალაქ ქაუთაისის დიდების მუზეუმის აფხაზეთის და სამაჩაბლოს კუთხეები. ყოველთვის მეგონა რომ გმირები ძველ დროში იბადებოდნენ. დღეს უამრავ თანამედროვე გმირებს გავეცანით.ნამდვილად ამაყები წამოვედით. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას.
ჩვენ ის თაობა ვართ რომლებმაც უნდა დავამთავროთ ომი და მშვიდობიანად ბოლო მოვუღოთ ოკუპაციას.
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებშო მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პოსტერები და ნახატები და ამით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას!
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, მტერთან დაღუპული ჩვენი გმირების პატივსაგებად, სსიპ ქალაქ ქუთაისის 36 -ე საჯარო სკოლაში „ყაყაჩოების აქცია“ მოეწყო. წითელი ყაყაჩოების აქცია რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულთა უკვდავსაყოფად გაიმართა.
აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად დაამზადეს წითელი ყაყაჩოები, დაურიგეს სასკოლო საზოგადოებას და თავადაც დაიბნიეს გულზე. მოსწავლეების და მასწავლებლების მიერ მკერდზე დაბნეულ წითელი ყაყაჩოს ორგვარი დატვირთვა აქვს, ის ერთდროულად მშვიდობისა და ხსოვნის სიმბოლოა. ჩვენ აღარ გვინდა ომი და მუდამ უნდა გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის გაწირეს სამშობლო დასაცავად.
სოხუმი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმის ყურეში. ის მდინარეების - გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორისაა მოქცეული. თბილისიდან სოხუმამდე მანძილი 444 კმ–ია.
გაგრა - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გაგრის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს გაგრის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში, გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე. მანძილი თბილისიდან გაგრამდე - 534 კმ, მანძილი სოხუმიდან გაგრამდე - 90 კმ.
გუდაუთა - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან. მანძილი თბილისიდან გუდაუთამდე 442 კმ-ია, სოხუმიდან კი - 37 კმ.
ახალი ათონი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. ახალი ათონის ფართობია - 1.2 კვ კმ. მანძილი თბილისიდან ახალ ათონამდე 464 კმ-ია, სოხუმიდან ახალ ათონამდე კი - 21 კმ
ოჩამჩირე - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქ ოჩამჩირეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება კავკასიონის ქედი, ხოლო დასავლეთით - შავი ზღვა. მანძილი სოხუმიდან ოჩამჩირემდე არის 53 კმ, თბილისიდან ოჩამჩირემდე – 391 კმ.
ტყვარჩელი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე ღალიძგას ხეობაში. მანძილი სოხუმიდან ტყვარჩელამდე - 80 კმ. თბილისიდან ტვარჩელამდე - 418 კმ.
გალი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გალის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყალის ორივე ნაპირზე. მანძილი სოხუმიდან გალამდე - 83 კმ. თბილისიდან გალამდე - 363კმ
I.
მოკლე წინაისტორია:
მე-20 საუკუნის 80-იანი წლის ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე, კრემლი ახდენს აფხაზეთში არსებული სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით მანიპულირებას, რათა შეინარჩუნოს მძლავრი ზეგავლენა საქართველოზე. ამ პერიოდში ხორციელდება შემდეგი მოვლენები, რომლებიც საფუძველს უყრიან აფხაზეთში აგრესიული სეპარატიზმის ჩამოყალიბებას:
1991 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას აფხაზეთში, რათა შექმნას საქართველოს ამ რეგიონში დაძაბული და ფეთქებადი სიტუაცია. ასეთი პოლიტიკა მიზანმიმართული იყო რუსეთის ინტერესების სფეროში საქართველოს შენარჩუნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საერთო მოსახლეობაში ეთნიკურად აფხაზების წილი შეადგენდა მხოლოდ 17 %, ხოლო ქართველების - 46%, ეს უკანასკნელები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოებში.
II.
1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტის ქრონოლოგია:
1992 წლის 14 აგვისტო:
1992წ. 15 აგვისტო:
1992 წ. 18 აგვისტო:
1992 წ. 19 აგვისტო:
1992 წ. 3 სექტემბერი:
1992 წ. 5-30 სექტემბერი:
1992 წ. ოქტომბერი:
1992 წ. ნოემბერი - 1993 წ. მაისი:
1993 წ. 27 ივლისი:
1993 წ. 1-20 აგვისტო:
1993 წ. 1-15 სექტემბერი:
1993 წ. 16 სექტემბერი:
1993 წ. 27 სექტემბერი:
1993 წ. 30 სექტემბერი:
1993 წ. 27 სექტემბერი - ოქტომბერი:
1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.
On.ge-ს ეს მოკლე ვიდეო საქართველოს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ანექსიაზეა.
იხილეთ ქართველ იუნკერთა სია
- https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/5919/1/kartveli_%20Iunkerebi.pdf -
(საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
იუნკერი გერმანული სიტყვაა და თავისი თავდაპირველი შინაარსით ახალგაზრდა ბატონს ნიშნავს, თუმცა შემდგომში მან ეს მნიშვნელობა დაკარგა და იუნკერი ეწოდებოდა სამხედრო სასწავლებლის ახალგაზრდა მსმენელს, რომელიც ოფიცერი უნდა გამხდარიყო. იუნკერი (ჟუნკერ) გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერს ნიშნავს.
ქართულ იუნკერთა სკოლის ისტორია არა გერმანიას, არამედ მეფის რუსეთს უკავშირდება. იმხანად თბილისის იუნკერთა სასწავლებელში მეფის არმიისთვის საშუალო რანგის ოფიცრებს ამზადებდნენ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადაწყდა, ეროვნული არმიისა და მაღალი ჩინის ოფიცერთა კორპუსის შესაქმნელად გახსნილიყო ქართული სამხედრო სკოლა, რომელსაც იუნკერთა სასწავლებელი დაერქვა. ამ იდეის განხორციელება ბრწყინვალე მხედართმთავარს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა.
დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდა ოფიცერთა კადრების აღზრდას. 1919 წლის აგვისტოში იუნკერთა სკოლას 90 მსმენელი უნდა მიეღო, რომლებიც ოთხ ძირითად სპეციალობაზე განაწილდებოდნენ: სამოცი კურსანტი ქვეითი ჯარის განყოფილებაში ჩაირიცხებოდა, თხუთმეტი საარტილერიო საქმეს შეისწავლიდა, ათს საინჟინრო საქმეში მოამზადებდნენ, ხოლო ხუთს – კავალერისტად. კურსანტები სკოლაში სწავლების ორწლიან კურსს გადიოდნენ. სასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. იუნკრებს სამხედრო საქმის ისტორიას, ტოპოგრაფიას, ფორტიფიკაციას, ტაქტიკას და სხვა სამხედრო საგნებს ასწავლიდნენ. დილით თეორიული მეცადინეობა იმართებოდა, შუადღის შემდეგ კი სროლაში, ჯირითსა და სამწყობრო საქმეში ავარჯიშებდნენ. სკოლის პროგრამაში საერო საგნებიც შედიოდა. ისტორიაში ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა, მწერალი ვასილ ბარნოვი კი იუნკრებს ლიტერატურაზე ესაუბრებოდა. სკოლის ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე მომავალ ოფიცრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა. 17 თებერვალს დილის 5 საათზე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ.
19 თებერვალს დაიწყო პირველი შეტაკება თბილისის აღების მიზნით.
9-24 თებერვლის ბრძოლების დროს დაიღუპა 9 იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი. დაიღუპა სამხედრო სკოლის ორი ოფიცერიც: მაიორ არჯევან ანანიაშვილი და ლეიტენანტი ირაკლი თოიძე. დაიჭრა სამხედრო სკოლის 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. დაღუპულ იუნკერთა ნაწილი გოლოვინის გამზირზე, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს (დღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა დგას).
გამოყენებული ლიტერატურა:
იუნკერები -ავტორი: მიხეილ ბახტაძე, ისტორიკოსი
იუნკრები – საამაყო ქართული ისტორი
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა ესეების კონკურსი, წარმოგიდგენთ გამარჯვებულ თემებს: ოკუპაც...