კითხვები რომლებიც გაჟღერდა კონკურსზე:
1. როგორ იწოდებოდა 1918-21 წლებში საქართველოს სახელმწიფო და როგორ იწოდება დღეს?
2. როგორი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი საერთაშორისო ომიანობაში „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მე-3 მუხლის მიხედვით.
3. ვინ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და რა იყო მასზე გამოსახული
4. სად ჩამოყალიბდა ქართველ სიმბოლისტთა პოეტების და მწერლების გაერთიანება „ცისფერყანწელთა ჯგუფი და რომელ წელს.
5. რომელი წმინდანის ხსენების დღეს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი და ვისი ინიციატივით.
6. როდის აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ვინ აირჩიეს საქართველოს ეკლესიის კათალიკოს პატრიარქად.
7. როდის ჩატარდა „დამფუძნებელი კრების“ იგივე პარლამენტის არჩევნები და რომელმა პარტიამ გაიმარჯვა.
8. გენდერული თვალსაზრისით რითი იყოსაქართველო ერთერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში. დაასახელეთ თუნდაც ერთი დეპუტატი ქალი.
9. რომელი ორი ისტორიული პერსონაჟია ფოტოებზე?
10. როდის დაიდო რუსეთ საქართველოს ხელშეკრულება და რა საფრთხეს შეიცავდა იგი?
11. რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში სურდა საქართველოს გაწევრიანება და რამ შეუშალა ხელი.
12. რისი პროვოცირება მოაწყო რუსეთმა ბორჩალოს მაზრაში ლორეში, რაც წითელი არმიის შემოჭრის საბაბად გამოიყენა.
13. „შვილებო ჩემი მოვალეობაა თქვენი წიგნის და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადავდოთ და იარაღით ხელში მტერს მიეგებო, და აი მე დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ“ ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
14. ერთ ერთი ბრძოლის დროს, სტრატეგიული სიმაღლის დაბრუნებისას კონტრშეტევაზე გადასულ ქართველებს გორაკიდან ტყვიამფრქვევით ცეცხლი გაუხსნეს. ერთმა იუნკერმა სწრაფად გადაირბინა მონაკვეთი, მემიზნე ოფიცერს ხიშტი აძგერა და ტყვიამფრქვევს გადაეფარა. ასე გადაარჩინა თავისი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები“. ვინ იყო ეს იუნკერი?
15. რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. კიდევ რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა ამ შემთხვევით და თავს დაესხა საქართველოს?
16. ცხადი იყო თუ ოსმალები გამაგრდებოდნენ ბათუმში, შემდგომში ბათუმის უკან დასაბრუნებლად ჩვენ დიდი ომი დაგვჭირდებოდა, რასაც საქართველო ვერ შეძლებდა. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები და რა დამსახურება აქვს მას ერის წინაშე.
17. როდის დატოვა დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ საქართველო და სად გაემგზავრა.
18. დაასახელეთ პიროვნება რომელმაც შეუნახა საქართველოს ეროვნული განძი და რა უწოდა მას მადლიერმა შთამომავლობამ?
19. ვინ იყო საქართველოს მთავარსარდალი 1921 წლის თებერვალში და რა ბრძანება გასცა მან 24 თებერვალს?
20. როგორი ხელისუფლება დამყარდა წითელი არმიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე.
ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო
ReplyDeleteძალიან საინტერესოა და ჩვენ მშვიდობიანად დავასრულებთ ოკუპაციას
ReplyDeleteძალიან საინტერესო იყო ჩვენ მშვიდობიანად შევწყვეტთ ოკუპაციას
ReplyDelete