1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით , ქალაქ ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში 21 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. კვირეულის ფარგლებში 21 თებერვალს მოეწყო ფილმების: „საბჭოეთის ისტორია“, „ექვთიმეს“ ჩვენება. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია.
კვირეულის მიზანია მოსწავლეებმა სრული ინფორმაცია მიიღონ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ტრაგიკულ პერიოდზე და გაითავისონ ის ტკივილი რასაც ოკუპაცია ჰქვია.
No comments:
Post a Comment