ოკუპაცია (ლათ. occupatio) — რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება. ოკუპაცია უნდა გავმიჯნოთ ანექსიისაგან, რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის სრულ ან ტერიტორიის ნაწილის ძალით მიერთებას გულისხმობს.
ოკუპირებული ტერიტორიები — საერთაშორისო სამართლით აღიარებული ტერმინი. 1907 წლის ჰააგის მეოთხე კონვენციის 42-ე პუნქტის მიხედვით ოკუპირებულად ითვლება ტერიტორია, რომელიც იმყოფება მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ.
2008 წლის 28 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად გამოცხადების შესახებ.
ანექსია (ლათ. annexio - „შეერთება“) — ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის ან მისი ნაწილის მითვისება ძალით ან მისი გამოყენების მუქარით.
ანექსია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ თავისი ტერიტორიის მიღმა სხვა ტერიტორიაზე საკუთარი სუვერენიტეტის გავრცელების გამოცხადებას. სეცესიისგან განსხვავებით, როდესაც მოცემული ტერიტორიის გადაცემა ან/და გაყიდვა ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, ანექსია არის სახელმწიფოს მხრიდან ცალმხრივი ქმედება რეალურად მისი კონტროლირებადი ტერიტორიის შეერთების და ამ აქტის სახალხო ლეგიტიმაციით აღიარების ნაბიჯებით.
No comments:
Post a Comment