Tuesday, March 5, 2024

„ მარო მაყაშვილი, როგორც თავისუფლების სიმბოლო “

საქართველოს ისტორიაში მეტად მძიმე და რთული აღმოჩნდა 1921 წელი. 
1921 წლის თებერვალ-მარტში წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია მაშინდელი საქართველოსთვის დიდი შოკი იყო. განსაკუთრებით მძიმე ეს საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეებისათვის აღმოჩნდა, რომლებიც დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში, მომავლის გაურკვევლობისა და ხშირი არეულობის მიუხედავად, უკვე შეჩვეულიყვნენ იმ აზრს, რომ მათი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო.
 მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ არსებულ ისტორიულ ფაქტებს.

1918 წლის 26 მაისს, საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ რუსთა სახელმწიფოსთვის დიდი საშიშროება იყო ამგვარი რამ, რასაც ვერ ეგუებოდნენ და ცდილობდნენ კვლავ თავის შემადგენლობაში დაბრუნებას. სწორედ ამიტომ, 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის, რომლითაც რუსეთი ცხადყოფდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იყო ერთი დიდი ტყუილი და სრული აფსურდი, რამეთუ რუსეთი იოლად არ წავიდოდა კომპრომისზე, ამიტომაც ეს ხელშეკრულება საერთოდ არ ზღუდავდა იმაში, რომ გადმოეკვეთა საქართველოს საზღვრები.  და აი, დადგა ის მძიმე და აუტანელი წუთები, საათები და დღეები, როგორც საქართველოსთვის, მათ შორის ქართველი მოქალაქეებისთვის. 1921 წლის 18 თებერვალს, ზამთრის სუსხსა და სიცივეს, ემატება წითელი არმიის  იერიში თბილისზე, რაც უფრო მძიმე ყოფად აქცევს ირგვლივ ყველაფერს. თუმცა, თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელი არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები  წინ გაუდგნენ მედგრად.

 „დედაქალაქის მთელი მოსწავლე-ახალგაზრდობა, როგორც სტუდენტობა, ისე საშუალო სასწავლებლების უფროსი კლასების მოწაფეები ფრონტზე არიამ და აღუწერელი გმირობით იბრძვიან. ჯერ არავის ახსოვს ასეთი პატრიოტული აღფრთოვანება და დაუზოგავი  თავგანწირვა“.

აღსანიშნავია თავად თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და ლექტორის, ივანე ჯავახიშვილის სიტყვები, რომელიც მისსავე სტუდენტებს მოუწოდებს, რომ: 

„შვილებო! ჩემი მოვალეობა მე თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!“  თითოეულ სტუდენტს სწორად ჰქონდა გააზრებული ლექტორის მეტად საჭირო სიტყვები, რომ ზოგჯერ მართლაც ჩვენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია და ჩვენი დახმარება სჭირდება მას. ამ დროს კი, ყოველი სხვა მეორეხარისხოვანია და აქ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ბევრმა იქ მყოფთაგანმა კარგად შეითვისა და გაეშურა მთავარი მიზნის შესასრულებლად.  სწორედ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მოხალისედ გაეშურა ფრონტზე, 20 წლის მარო მაყაშვილი იყო. მისი ამგვარი გააზრებული და შეგნებული ქმედება, ნამდვილად იყო პატრიოტი ადამიანის ქმედება, გამოწვეული სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულიდან. მართლაც რამხელა საქმეა, როცა მშფოთვარე კაცობრიულ თავგადასავალში შენი წვლილი შეიტანო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, როცა ახალგაზრდა ხარ, მრავალი ოცნებებით და მიზნებით, მაგრამ შენ მიგეჩქარება ომში, შენი ქვეყნის დასაცავად, სადაც ყველაფერი თითქოს სულერთია. მარო მაყაშვილი 1902 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, თამარ გაბაშვილის და კონსტანტინე მაყაშვილის ოჯახში. იგი სწავლობდა ქალთა გიმნაზიაში, შემდგომ კი თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა, ეს ყოველივე არის მშრალი ცნობები ადამიანზე, რომელიც რეალურად მისი შინაგანი სამყაროთი გამოირჩეოდა. ეს ყოველივე მისივე დღიურში ჩანს, სადაც მაროს სამყარო იშლება, რომელიც სავსეა უსაზღვრო ემოციებით, სიყვარულით, პატრიოტული ჟინით, ადამიანობით...

„ადამიანი, რომელიც სულ თავის ინტერესებზე ფიქრობს, წვრილმანია.

მისი შეხედულება უმნიშვნელო არის. ის არაფერს სხვას არ მოუტანს სასარგებლოს. ისეთი ადამიანი, რომელიც სცხოვრობს სხვებისთვის, ის მესმის. მე არც ასეთი ვარ, არც ისეთი, მაგრამ იქნებ გავხდე და უფრო მინდა, როგორც უკანასკნელი“.

და როდესაც, კითხულობ ამ ამონარიდს ან საერთოდაც მთელ, მშვენიერ დღიურს, სავსეს საოცარი ოცნებებითა და სურვილებით აღსავსეს, შეუძლებელია არ გაგიჩნდეს შეგრძნება უსამართლობისა, რომ ასე ახალგაზრდა, დიადი ოცნებებით, შესაძლებლობებით და უსაზღვრო სიყვარულით სავსე მქონე გოგონა ადრიანად წავიდეს ამ წუთისოფლიდან. მაგრამ ეს მისი ნება იყო, რომ ებრძოლა და მის ქვეყანას მძიმე წუთებში გვერდით დადგომოდა, მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა თუ დაბრკოლებისა, წინაღობისა თუ შიშისა. მარო მაყაშვილის სახელი დღეს ყველამ კარგად იცის, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, პატრიოტიზმისა და ზოგადად არსებული ყოველი კეთილი იდეალისა. ის იყო, არის და მუდამ იქნება ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად სხვები ადარდებდა და მათ შორის მოსი ქვეყანა, რომელიც დიდ ტკივილს განიცდიდა მაშინ. იგი ეროვნული გმირია ჩვენი ქვეყნისა, რომლითაც მთელი გულწრფელობით ვამაყობ, რომ მან შეძლო ამხელა რამისთვის გაეძლო, შიშისთვის ჩაეხედა თვალებში, ისე რომ არ დანებებულიყო.

მოამზადა თამარ დღვილავამ


No comments:

Post a Comment

ესეების კონკურსი

  სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში  ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა ესეების კონკურსი, წარმოგიდგენთ გამარჯვებულ თემებს: ოკუპაც...