Thursday, March 14, 2024

აფხაზეთი და ოკუპირებული ქალაქები

სოხუმი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  დედაქალაქი.   მდებარეობს  შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმის ყურეში. ის  მდინარეების - გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორისაა მოქცეული.   თბილისიდან სოხუმამდე მანძილი 444 კმ–ია.



გაგრა - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გაგრის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს გაგრის უბის ვიწრო სანაპირო ზოლში, გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე.  მანძილი თბილისიდან გაგრამდე -  534 კმ, მანძილი სოხუმიდან გაგრამდე - 90 კმ.

გუდაუთა  - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე,  მდინარე გუდოუს შესართავთან.  მანძილი თბილისიდან გუდაუთამდე 442 კმ-ია, სოხუმიდან კი - 37 კმ.


ახალი ათონი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. ახალი ათონის ფართობია - 1.2 კვ კმ. მანძილი თბილისიდან ახალ ათონამდე 464 კმ-ია, სოხუმიდან ახალ ათონამდე კი - 21 კმ


ოჩამჩირე - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქ ოჩამჩირეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება კავკასიონის ქედი,  ხოლო დასავლეთით - შავი ზღვა. მანძილი   სოხუმიდან  ოჩამჩირემდე არის 53 კმ, თბილისიდან ოჩამჩირემდე – 391 კმ. 


ტყვარჩელი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე  ღალიძგას ხეობაში.  მანძილი სოხუმიდან ტყვარჩელამდე - 80 კმ. თბილისიდან ტვარჩელამდე - 418 კმ.




გალი - ქალაქი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გალის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს  სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყალის ორივე ნაპირზე.  მანძილი სოხუმიდან გალამდე - 83 კმ.  თბილისიდან გალამდე -  363კმ






1 comment:

  1. ჩემი აფხაზეთი <3

    ReplyDelete

ესეების კონკურსი

  სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში  ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა ესეების კონკურსი, წარმოგიდგენთ გამარჯვებულ თემებს: ოკუპაც...